კორონავირუსით ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ავრცელებს.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ბიზნესმენის, საქართველოში „ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელისა და პრეზიდენტის, ღირსეული პიროვნების, ერთგული მეგობრისა და ყველა გაჭირვებული ადამიანის გვერდით მდგომის, სიკეთით სავსე ადამიანის, ვ ა ხ ტ ა ნ გ ფ ხ ა კ ა ძ ი ს გარდაცვალების გამო. ვახტანგი იყო მეუფე იაკობის კურსელი და დიდი ხნის მეგობარი. ვუთანაგრძნობთ ვახტანგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. - წერს მეუფე იაკობი