საქართველოში COVID-19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 7 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 540 გახდა.

აქვე - ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 164 976 
  • გამოჯანმრთელებულია - 137 499 
  • გარდაცვლილია - 1 540 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 1 267
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 744
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 963
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 67 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 46 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,5 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი