კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი - დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე, ავრცელებს.
"სამწუხაროდ დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს", - წერს ჯაღმაიძე.