აშშ-ში მოღვაწე ქართველი მოლეკულური ბიოლოგი, ცოტნე ჯავახიშვილი, Facebook-ზე საქართველოსა და მსოფლიოს ეპივითარებას, ვაქცინის საკითხსა და კორონავირუსის თვისებებს ეხმიანება.
მისი თქმით, ვირუსი გაზრდის მუტაციების სიხშირეს; საჭირო იქნება ახალი ვაქცინების შემუშავება, როგორც ეს გრიპის ვაქცინას სჭირდება.
"გზა რაზეც მყარად ვდგავართ გაგვიყვანს 25,000 დაღუპულამდე. ეს ჩვენთან, საქართველოში. მსოფლიოში - 50 მილიონამდე. ამ ტრაექტორიის შეცვლა ცალკე არც ექიმებს, არც ბიოლოგებს, არც ბიოტექს, არც ფარმებს და არც მთავრობებს არ შეუძლიათ. ამ ვირუსს შეუძლია გაზარდოს მუტაციების სიხშირე. ანუ “მომაწვები-მოგაწვების” მექანიზმი აამუშაოს. ახალი აქ არაფერია გარდა იმისა რო “მოგაწვები” ამუშავდა. შედეგი, როგორც იტყვიან, სახეზეა. ისევე როგორც გრიპის, კორონას ახალი ვაქცინებიც პერიოდულად დაგვჭირდება. ამიტომ არის აუცილებელი ბევრნაირი ვაქცინის გამოცდა", - ვკითხულობთ პოსტში.
ამასთან, ჯავახიშვილი წერს, რომ კორონას გენომი დაპროგრამებულია წამლების და იმუნიტეტისგან დაცვის მექანიზმებით. ამასთან, გენომში ცვლილებები უკვე ნაპოვნია.