პირბადის ტარების მაჩვენებელი 55-დან 65%-ზე ავწიეთ, ვირუსის პიკში ვართ - ამირან გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსის შემცირებული მაჩვენებელი "ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ ტესტების რაოდენობა შაბათ-კვირას მცირდება ხოლმე". 

გამყრელიძის თქმით მიზანია, რომ კვირაში 20 ათასი ტესტი კეთდებოდეს, როგორც PCR ასევე ანტიგენზე დამყარებული, რაც ხელს შეუწყობს, ადრე გამოვლინდეს ინფიცირება, იმის მიუხედავად, რომ მაჩვენებელი უფასო ტესტირებამ შეიძლება გაზარდოს. 

"Healthmetric-ზე გამოქვეყნდა მასალები, რომლის თანახმადაც, დაახლოებით პროგნოზირებაა, რომ  ვირუსის პიკში ვართ. თუ ყველა შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს რაც ახლაა დადგენილი, ამ 3 კვირის განმავლობაში, და განსაკუთრებით პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც 55-დან 65%-ზე აგვეწია და კიდევ უფრო ავიყვანთ მაქსიმუმზე, მაქსიმუმი კი 95%-ია, ამ თვის ბოლოს შეიძლება, ახალ შემთხვევათა რიცხი, მართლაც გავანახევროთ და შეიძლება ქვესვლის სერიოზული ტენდენცია შეიქმნას, ხოლო აპრილისითვის ეს მონაცემი შეიძლება ჩამოვიდეს დღიური 200-ის ფარგლებში", - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. 

ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას, რომელთაც აქვთ სიმპტომები, ანტიგენის ტესტირებას მიმართონ, რომელიც უფასოა კლინიკებში, მისივე თქმით, ეს ტესტები კეთდება ექიმის დანიშნულების გარეშეც თუ კი სიმპტომები გამოვლენილია. 

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი