ბაღდათის მერს, არჩილ გოგსაძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. მერი მკურნალობის კურსს სახლში გადის და ამბობს, რომ მსუბუქი სიმპტომები აქვს.
ცნობისთვის, ბაღდათის მერიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი დაინფიცირებული იყო.
ამ დროისათვის ბაღდათში სულ 756 ადამიანია ინფიცირებული. ვირუსი დაუდასტურდა ბაღდათის სოფელ ფერსათის ექიმსაც.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში დამატებით 2 501 ადიანი ინფიცირდა.