10 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით კახეთში პოლიციამ კაცი დააკავა

გამოქვეყნდა:
განახლდა:

კახეთში გარყვნილი ქმედების ბრალდებით პოლიციამ წარსულში ნასამართლევი პირი - 1978 წელს დაბადებული ზ.ბ. დააკავა. უწყება ინფორმაციას ვებგვერდზე ავრცელებს.

შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში მოხდა. გამოძიება კაცს 10 წლის მეზობელ გოგოსთან  გარყვნილ ქმედებას ედევება. მომხდარის შესახებ სამართალდაცველებს დაზარალებულის დედამ შეატყობინა. 

112-ში გამხორციელებული ზარიდან მალევე ახალგაზრდა კაცი პოლიციამ დააკავა და სიღნაღის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა. 

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამმართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე- 2 ნაწილით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი