100 000 მოსახლეზე კოვიდინფიცირების საშუალო მაჩვენებლით, საქართველო პირველ ადგილზეა - NYT

გამოქვეყნდა:

ყოველ 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირების საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times აქვეყნებს.

საქართველოში 100 000 მოსახლეზე, საშუალოდ,115.3 შემთხვევა ფიქსირდება. საქართველოს შემდეგაა სერბეთი 103.2 შემთხვევით და სან მარინო 85.8 შემთხვევით.

შედარებისთვის, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი, დაახლოებით, 3-ჯერ ნაკლებია. თურქეთში - 38.3, სომხეთში - 34.7, აზერბაიჯანში - 40.9, ხოლო რუსეთში - 18.7.

ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსული პანდემიით 67 092 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში, სულ მცირე, 1 535 500 ადამიანი გარდაიცვალა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი