ავარია გორში - ჭავჭავაძის გამზირზე 60 წლამდე ქვეითად მოსიარულე ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების თქმით, მას მძიმე დაზიანებები არ მიუღია.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება.