სააპელაციომ​ მელაშვილი-ილიჩოვას ​საჩივრის განხილვაზე უარი თქვა

გამოქვეყნდა:

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზე საჩივრის განხილვაზე მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 

ინფორმაციას ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ავრცელებს :

კვლავ მელაშვილი-ილიჩოვას საქმე, კვლავ პ. სილაგაძე, კვლავ უარი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზე სააპელაციო საჩივრის განხილვაზე!! -წერს ადვოკატი

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 30 ნოემბერს პატიმრობაში დატოვა.

მიუხედავად იმისა რომ დაკავებულ მეცნიერებს თავდებში 214 ადამიანი ჩაუდგა, მოსამართლემ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი