წამება ცხელი უთოთი - ხობში მომხდარი ყაჩაღობის დეტალები

გამოქვეყნდა:

73 წლის მედეა გოცირიძე ხობში, ცხელი უთოთი მას შემდეგ აწამეს, რაც მარტოხელა ქალთან დასაყაჩაღებლად შევიდნენ და თანხა ეცოტავათ. დაზარალებული ფიქრობს რომ ყაჩაღები ოჯახში მისი ემიგრანტი შვილისგან გამოგზავნილ თანხას ელოდებოდნენ. ყაჩაღებმა პენსიონერისგან ოქროც მოითხოვეს. 

უარის შემდეგ უმოწყალოდ სცემეს და გაკოჭეს. ქალმა ხელები ერთი საათის შემდეგ გაითავისუფლა და მომხდარის შესახებ შვილს შეატყობინა

მეზობლები ვარაუდობენ რომ ყაჩაღები ნაწამებ ქალს იცნობდნენ, ამიტომ სახლში შუქი არ აანთებინეს. 

დამნაშავეები ჯერაც თავისუფლები არიან. შსს-ში დაგვიდასტურეს რომ გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა არავინ საუბრობს იმაზე, რომ ყაჩაღობა ღამის 4 საათზე ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა, როცა მოსახლეობას ქუჩაში გასვლა 2000 ლარიან ჯარიმად უჯდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი