ფონიჭალაში რასიმ ისაიევი საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს. ვინ ესროლა 40 წლის მამაკაცს ჯერჯერობით უცნობია.
თვითმხილველები ყვებიან, რომ მიმავალი მანქანიდან 5-6 გასროლის ხმა გაიგეს. მათივე თქმით შენიშნეს, რომ მანქანა, საიდანაც გასროლა მოხდა, რუსული სანომრე ნიშნებით გადაადგილდებოდა.
არ არის გამორიცხული შეიარაღებული თავდასხმა ისაევის საქმიანობასთან იყო კავშირში, თუმცა არსებობს კიდევ ერთი ვერსია.
რამდენიმე წლის წინ მისი ძმა მკვლელობის მუხლით დააკავეს და შესაძლოა საქმე შურისძიებას უკავშირდებოდეს.
სასწრაფო დახმარების ლოდინში ისაევის ახლობლები იძულებული გახდნენ მძიმედ დაჭრილი მამაკაცი თავად გადაეყვანათ კლინიკაში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მკვლელობა ფონიჭალაში, დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. შსს-მ გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.