ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 8 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 576 გახდა. ქვეყანაში იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა გუშინაც.

აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 893 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 169 649 
  • გამოჯანმრთელებულია - 141 392 
  • გარდაცვლილია - 1 576 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 1 186
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 759
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 829
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 67 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 47 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,5 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი