მასწავლებელი გორში 12 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ეჭვმიტანილი

გამოქვეყნდა:

60 წლამდე პედაგოგს არასრულწლოვნის - 12 წლის ბავშვის - მიმართ გარყვნილი ქმედებაში ადანაშაულებენ.

სავარაუდო მოძალადე ჯერჯერობით დაკავებული არ არის, თუმცა შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. 

სავარაუდო ეჭვმიტანილი - გარდა სპორტის მასწავლებლობისა - არის ერთერთი მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანი და იკავებს მერის წარმომადგენლის პოზიციას. ის საქმიანობას ამ დრომდე აგრძელებს.

დანაშაული დაახლოებით 1 კვირის წინ საჯარო სკოლაში მოხდა. ბავშვმა მოგვიანებით ფაქტის შესახებ სხვა პედაგოგს უამბო, მან კი შსს-ს მიმართა. 

მომხდარზე არ საუბრობს სავარაუდო ძალადობის მსხვერპლის ოჯახი. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეს 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი