დიღომში კომენდანტის საათის დროს სუპერმარკეტი გაქურდეს - მაღაზიიდან წაღებულია საჭმელი, სიგარეტი და სასმელი. მასთან ერთად წაიღეს სალაროში დატოვებული თანხაც. მაღაზიის თანამშრომელი ამბობს, რომ ზარალი სავარაუდოდ 5 000 ლარამდეა.
შსს-ს გამოძიება ჯერ არ დაუწყია, მაღაზიის მფლობელებმა ჩალეწილი შუშები სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.