ვეჭვობთ შურისძიებაა, წლების განმავლობაში მოკვლით ემუქრებოდნენ - რასიმ ისაევის ცოლი

გამოქვეყნდა:

გუშინ, 7 დეკემბერს, გვიან ღამით, ფონიჭალაში საკუთარ სახლთან რასიმ ისაევი ჩაცხრილეს. ვინ ესროლა 40 წლამდე კაცს ჯერ ისევ უცნობია, ოჯახი მომხდარს შურისძიებას უკავშირებს და ამბობს, რომ გარდაცვლილს მისი ძმის, რამინ ისაევის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაუსწორდნენ. ეს 2015 წელს მომხდარ დანაშაულს ეხება, როცა რამინ ისაევმა ფიქრად ახემდოვი რელიგიური კონფლიქტის ნიადაზგე მოკლა. 

"ვეჭვობთ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება შურისძიებას, ჩემ ქმარს მუდმივად ემუქრებოდა რამდენიმე წლის წინ მოკლული ბიჭის ნათესავი, რომლის გამოც ჩემი მაზლი ზის ციხეში, მოკვლით ემუქრებოდა და ბოლოს შეასრულა, ალბათ მაგან ესროლა, სხვა კონფლიქტი არავისთან ჰქონია. მთელი სხეული დახვრეტილი ჰქონდა იმდენი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი", - ამბობს გარდაცვლილის ცოლი. 

გარდაცვლილი რასიმ ისაევი სახლში ჯერ არ გადაუსვენებიათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი