სერვისის მიწოდება უწყვეტია, სოც.ქსელებში სიმშვიდე საფუძველია სტაბილურად გავაგრძელოთ გაუმჯობესება - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სოციალურ ქსელებში სიმშვიდე, სამინისტროს აძლევს საფუძველს გეგმიურად იმუშაონ. ეკატარინე ტიკარაძემ დღეს იმ გაუმჯობესებაზე ისაუბრა, რომელიც მისი აზრით, სისტემაში არსებობს. 

"3900 ჩვენი მოქალაქე გადის მკურნალობას სასტუმროებში. ძალიან მიხარია და ეს მნიშვნელოვანიცაა სისტემისთვის, მიმღებობა ძალიან გაზრდილია სასტუმროებზე, იქ გადიან მკურნალობას და ეს აღარ არის გარკვეული უთანხმოების საფუძველი პაციენტების ოჯახებსა და ჩვენ სასწრაფოებს შორის, რაც მნიშვნელვნად აუმჯობესებს, როგორც განტვირთვას, ასევე თვითონ პაციენტების მდგომარეობას და 16 000 მოქალაქე გადის მკურნალობას ოჯახის ექიმის ზედამხედველობით. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ემსახურება დაახლეობით 30 000-მდე კოვიდინფიცირებულს და ეს სერვისის მიწოდება არის უწყვეტი, სოციალურ ქსელებშიც მეტნაკლებად სიმშვიდეა და რაც ჩვენც გვაძლევს საფუძველს, რომ უფრო სტაბილურად გავაგრძელოთ ის ყველა საჭირო ცვლილება და გაუმჯობესება სისტემაში, რომელსაც ჩვენ გეგმიურად მივყვებით", - თქვა ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე 446 თავისუფალი ადგილია, ხოლო 112-ში სულ 102 ზარია შესული 24 სათთში, საიდანაც კოვიდი ან სუნქთქვის გაძნელება აქედან 46 და 17  პაციენტშია დადასტურებული. "ამ ეტაპისთვის კი მათთან ბრიგადებია გაგზავნილი, რომ დადგინდეს ადგილზე თუ რომელ სივრცეში მოხდება მათი განთავსება" - დაამატა მინისტრმა.


ეკატერინე ტიკარაძისვე თქმით, გუშინ დასრულდა მთავარი ნაკადის ჩამოსვლა, იმ შესყიდვებისა რომელიც მსოფლიოს ბანკის პროექტის ფარგლებში სამინისტრომ შეიძინა და ამ ეტაპისთვის 1000 ჟანგბადის კონცენტრატორი გვაქვს ქვეყანაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი