იმერეთის გუბერნატორი, ზვიად შალამბერიძე, კორონავირუსით დაინფიცირდა.
"მთავარის" ინფორმაციით, ზვიად შალამბერიძემ ტესტის პასუხი გუშინ შეიტყო. დაინფიცირებული გუბერნატორის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა ქუთაისის მერის მოადგილე, ირაკლი ქარქაშაძეც, რომელსაც გუშინ გუბერნატორთან ჰქონდა კონტაქტი.
ცნობისთვის, იმერეთში კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში 673 ადამიანი დაინფიცირდა.