რასიმ ისაევს, რომელიც, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, შურისძიების მიზნით მოკლეს, ხვალ დაკრძალავენ.
ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეს დანაშაული და შურისძიება ხუთი წლის წინ მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. 2015 წელს ისაევმა ფიქრად ახმედოვი რელიგიური კონფლიქტის ნიადაგზე მოკლა. დანაშაულთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ ახმედოვები.
რასიმ ისაევის ხვალ რუსეთიდან დედის ჩამოსვლის შემდეგ დაკრძალავენ.
პოლიციას დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებია. გამოძიება 108-ე - განზრახ მკვლელობისა და 236-ე -ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, მკვლელობა ფონიჭალაში ისაევების საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში მოხდა. მაღაზიაში ფეხით მიმავალ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. მეზობლებმა მხოლოდ მანქანის რუსული სანომრე ნიშნები შეამჩნიეს