ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმი ტრავმატოლოგი შოთა ბერიძეა

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის ფონზე დღეს ბათუმში კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. ტრავმატოლოგი შოთა ბერიძე ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში მუშაობდა. ექიმს თანმდევი დაავადება ჰქონდა, ინფიცირების შემდეგ კი - ორმხრივი პნევმონია, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს. 

"პნევმონიის გამო 45%-იანი დაზიანება ჰქონდა. მოთავსებული იყო ინტენსიურ პალატაში. ფილტვების შეშუპების ფონზე გუშინ გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. მაინც ვერ მოხერხდა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა", - ამბობს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, გია კიკაბიძე.

კლინიკა "მედალფას" აჭარა-გურიის რეგიონული კლინიკის ხელმძღვანელი და ბათუმის საკრებულოს წევრი, ლევან ანთაძე, ფიქრობს, რომ სამედიცინო პერსონალი მოწყვლადი ჯგუფია, რის გამოც აუცილებელია პერმანენტული ტრენინგების ჩატარება და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით მათი უზრუნველყოფა.

შეგახსენებთ ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკასაც:

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი