იტალიაში დაკავებული 42 წლის საქართველოს მოქალაქის ტარიელ წიკლაურის რუსეთში ექსტრადიციის შესახებ ბოლონიის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოქალაქე, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაწირა - ოჯახი ამტკიცებს, რომ მას რუსეთში სიკვდილით დასჯიან.
არანაირი ყურადღება არ მიაქციეს, რუსეთმა იმიტომ მოითხოვა მისი ექსტრადიცია, რომ თითქოს რუსეთის მოქალაქე იყო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში არც დაინტერესებულან, ასე იყო თუ არა, ელემენტარული ყურადღება იყო საჭირო, - ამბობენ სოფელ მატანში, სადაც ბორის წიკლაურის ოჯახის წევრები ცხოვრობენ.
ცნობილია, რომ ბორის წიკლაურს რუსეთი 1999 წელს ჩადენილი გაუფრთხილებლობით მკვლელობის გამო ედავება და ეძებდა. წიკლაურის ოჯახში ამბობენ, რომ უკანდახევას არ აპირებენ და იტალიის სასაამართლოს გადაწყვეტილებას ევროპის სასამართლოში გააპროტესტებენ.
ბორის წიკლაური იტალიაში გასულ წელს გაემგზავრა, თუმცა, იქ ჩასვლისთანავე აეროპორტში დააკავეს და აუხსნეს, რომ წითელი ცირკულარით იყო ძებნილი. უცნობი რჩება, როგორ გაატარეს ქართველმა მესაზღვრეებმა წიკლაური იტალიაში, თუ ის მართლაც წითელი ცირკულარით იყო ძებნილი.
ოჯახში ამბობენ, რომ უამრავჯერ მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებებს, ასევე, იმ პერიოდში, როცა ბორის წიკლაური იტალიაში იმყოფებოდა პატიმრობაში, მისი გათავისუფლების მოთხოვნით საქართვცელოში არაერთი აქცია ჩატრდა.
ავტორი: ია გულიაშვილი