გვიან ღამით ვარკეთილში - კომენდანტის საათის დროს - ხომლელის ქუჩაზე საზოგადობრივი კვების ობიექტი გატეხეს. პიცერია, რომელიც კოვიდ რეგულაციების გამო გატანით სერვისზე მუშაობს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე 2-ჯერ გაძარცვეს.
ამ დრომდე დამნაშავე იდენტიფიცირებული არ არის.
როგორც მეპატრონე ამბობს, პირველი გაქურდვისას ზარალის ოდენობა 1 800 ლარი იყო, ამჯერად კი - 500 ლარი.
"საცხობი მუშაობს ღამის 4 საათამდე. დანაშაული ორივეჯერ 4-დან 6 საათამდე პერიოდში მოხდა. შსს-ს იმედი არ მაქვს", - თქვა ობიექტის მეპატრონემ, ფიქრია ჩახნაშვილმა.
შსს-ს გამოძიება დაწყებული აქვს, თუმცა პირველი გაქურვის შემდეგაც არავინ დაუკავებია.
ავტორი: საბა ბუაძე