ქურდობა კომენდანტის საათის დროს. გვიან ღამით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში მაღაზია გატეხეს. მომხდარის შესახებ ობიექტის მეპატრონემ დილით შეიტყო და შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახა. სოფელში ამბობენ, რომ გატეხილია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. ზარალის ოდენობა უცნობია. ამ დრომდე დამნაშავე იდენტიფიცირებული არ არის, გამოძიება კი ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.