დღეს საქართველოში კორონავირუსისგან 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

ღევანდელი, 10 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 148 332 გახდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 045 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 178 953 
  • გამოჯანმრთელებულია - 148 332 
  • გარდაცვლილია - 1 657
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 1 019
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 524
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 918
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 68 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 47 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,5 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი