2 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დავაკავეთ - შსს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში არასრულწლოვანი, 16 წლის ს.მ. დააკავეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ყოფილი კინოსტუდიის შენობაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების დროს, 1983 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა, ხოლო 1987 წელს დაბადებულ ი.რ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა", - წერია უწყების განცხადებაში.

დაჭრილი და დაშავებული მამაკაცები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი