ქუთაისში კორონავირუსისგან 7 ჩვილი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში "კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექციისგან 7 ჩვილი გამოჯანმრთელდა.

ჩვილებიდან ყველაზე პატარა 14 დღის, ხოლო ყველაზე დიდი ერთი თვის ასაკის არის. ისინი კლინიკაში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან, ნაწილი კი საცხოვრებელი სახლებიდან გადმოიყვანეს.

მათი დაინფიცირება დედასთან კონტაქტს უკავშირდება. 

ამ დროისთვის კოვიდცენტრში 7 ინფიცირებული ჩვილი რჩება. მათგან ყველაზე პატარა 14 დღის, ხოლო ყველაზე დიდი ერთი თვის არის. მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 129 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი