რუსთავი–თბილისის გზაზე სატვირთო ამობრუნდა

გამოქვეყნდა:

რუსთავი–თბილისის მაგისტრალზე სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება, 276 -ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევით ჯანმრთელობის დაზიანების გამოწვევას გულისხმობს.

ავტოავარიის გამო, თბილისიდან რუსთავის გასასვლელთან საცობი იყო და რამდენიმე საათით მოძრაობა შეფერხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ავტომობილის მძღოლი შემოწმებისთვის სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი