პოლიციამ ნარკოდანაშაულის გამო 1 პირი დააკავა - ამოღებულია 509 აბი სუბოტექსი

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1 პირი - 1981 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, საკუთარი ავტომობილით გადაადგილების დროს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 115 აბი ამოიღო, ხოლო ფოთში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 394 აბი "სუბუტექსი", - წერია უწყების განცხადებაში.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი