დღევანდელი, 12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 50 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 744 გახდა. ეს გარდაცვლილთა დღიური რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც აქამდე დაფიქსირებულა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 907 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 780 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 50 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 71 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 45 მილიონზე მეტი.