შსს-მ ხმის ჩამწერი სტუდიის სახელით შენიღბულ ღამის კლუბს საქმიანობა შეუჩერა

გამოქვეყნდა:

შსს-მ ხმის ჩამწერი სტუდიის - შპს ,,ინ და ჰაუსის“ - სახელით შენიღბულ ღამის კლუბს საქმიანობა შეუჩერა - განცხადებას უწყება ავრცელებს

"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის ქვეშ მდებარე, ხმის ჩამწერი სტუდიის - შპს ,,ინ და ჰაუსის“ სახელით შენიღბულ ღამის კლუბს საქმიანობა შეუჩერეს.

დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ნოემბრის თვეში 2-ჯერ, 10 000-10 000 ლარით დააჯარიმა. ასევე დადგინდა, რომ ჯარიმის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კომპანიამ რამდენჯერმე შეიცვალა სახელი და ღამის კლუბმა კვლავ განაგრძო მუშაობა. ,,ინ და ჰაუსი“ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა, კერძოდ, ფუნქციონირებდა ღამის კლუბი და ბარი, სადაც მოქალაქეები 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ"

აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, ,,ინ და ჰაუსის“ მიმართ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი