პოლიციელი, ნარკოლოგიურიდან მეტადონის გატანის ფაქტების აღმოჩენის გამო განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი ნატალია ზარდიაშვილი დღეს უკვე ბრალდებულია. გვიყვება, რომ ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ, როდესაც ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა მიავლინა. მუშაობის პროცესი ნატალიამ კანონდარღვევის კონკრეტული ფაქტები აღმოაჩინა. როგორ გაჰქონდათ მეტადონი "შავ ბაზარზე" გასაყიდად. და რაც მთავარია, როგორ იყო ამ უკანონობაში ჩართული ნარკოლოგიურის ხელმძრვანელობაც და დაცვის პოლციის მაღალჩინოსნებიც.  

რა ხდება ნარკოლოგიურში ამის გასარკვევად "მთავარი არხი" იმ ცენტრში მივიდა, სადაც ნატალია ზარდიაშვილი მუშაობდა. მოქმედი პოლციიელის მიერ კორუფციასა და დანაშაულსი დადანაშაულებულმა ნარკოლოგიურის ხელმძრვანელობამ შემოგვითვალა, რომ "მთავარ არხს" არ ელაპარაკებიან. 

ნატალია ზარდიაშვილი იმ მაღალჩინოსნების გვარებს ასახელებს ვისი სახელითაც მას ემუქრებოდნენ და ვინც მოქმედი პოლიციელის მტკიცებით სწორედ ამ კორუფციულ დანაშაულებრივ სქემასი არიან ჩართულები. მათ შორის, დაცვის პოლციის დეპარტამნენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონი. დაცვის პოლციის დაპერტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ ჭეიშვილი და დაცვის პოლიციის თბილისის სამმარტველოს ხელმძღვანელი გიორგი ხიდეშელი. ნატალია ზარდიაშვილი ამტკიცებს, რომ მათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე მფარველობს. 

საქალაქო სასმართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა. თუმცა მისთვის წარდგენილი ბრალი, პაციერნტისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, საბოლოოდ 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნატალია ზარდიაშვილის ადვოკატისთვის გაუგებარია თუ სისტემა საკუთარ თანამშრომელს ასეთ მძიმე ბრალდებას უყენებს, რატომ ტოვებს პარალელუარად მთელი წლის განმავლობაში სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე. 

მას შემდეგ, რაც ურჩმა პოლიციელმა ნარკოლოგიურში არსებულ კორუფციულ სქემაზე თვალი არ დახუჭა ის თბილისის სახელმწიფო აეროპორტის დაცვის სამსახურსი გადაიყვანეს. უშუალო ხელმძრვანელისგან აქ სხვა უკანონო დავალება მიიღო. 

ნატალია ზარდიაშვილის მეუღლე, ვასილ სამხარაძეც შინაგან საქმეთა სდამინისტროს თანამშრომელი იყო. პრობლემები სისიტემასთან მას შემდეგ შეექმნა, რაც 20 ივნისისი გავრილოვის ღამეს აქციის მონაწილეების დარბევაზე უარი განაცხადა. ვასილ სამხარაძე, მაშინ ე.წ. რობოკოპების სიაში იყო. საკუთარი ხალხის ცემისთვის 500 ლარიან პრემიას შეპირდნენ - უარი თქვა. შედეგად ის მიითღო, რომ სისიტემამ მას სამსახურიდან წასვლა აიძულა. 

როგორ ხდება სისიტემის წინააღმდეგ წასვლა პოლიციელებს თვალნათლივ აჩვენეს. ინსპექტორი ვასილ სამხარაძე დღეს უმუშევარია. მისი მეუღლე ნატალია ზარდიაშვილი განსასჯელის სკამზე ზის. მას შემდეგ რაც სისტემისგან განწირული პოლიციელები "მთავარ არხს" დაუკავშირდნენ მათ კიდევ ერთხელ შემოუთვალეს, რომ გაჩერებულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ, ან ნარკოტიკს უპოვნიდნენ ჯიბეში, ან ქუჩაში რაიმე შეემთხვეოდათ. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი