თბილისის ბაგა-ბაღების კვების ტენდერი და სისხლიანი დაპირისპირება

გამოქვეყნდა:

2 აგვიოსტო 2018 წელი. თბილისის გასასვლელთან ზაჰესის ხიდის მიმდებარედ. ორი მეგობარი ერთმანეთს მანქანაში ბიზნეს წილების საკითხზე ესაუბრებოდა. საჭესთან ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი გავლენიანი მარალჩინოსანი ირაკლი გიორგობიანი იჯდა, მანქანაში მხსდომ ორ კაცს მოულოდნელად თავს დაესხნენ. ერთერთმა მოძალადემ ირაკლი გიორგობიანს ფიზიკური დაპირისპირების დროს ყური მოაჭრა და გაიქცა. 

ამ სისხლიანი დაპირისპირების გამო ეჭვები მალევე გაჩნდა. პრობლემები ამის შემდეგ დაიწყო, რაც გიორგობიანთან ასოცირებულმა კომპანია "ნილმა" თბილისის ბაგა-ბაღების კვების ტენდერი მოიგო. თბილისის მერიის მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა ბრძოლა გამოუცხადეს კომპანიას, რომელმაც საკუთარი ფინანსური ზარალის ხარჯზე მუნიციპალიტეტს 50 ათასზე მეტი ბავშვი გამოსაკვებად იმაზე ნაკლები თანხა წარმოუდგინეს ტენდერში, ვიდრე სხვა პრეტენდენტებს ჰონდათ, "ნილმა" გაიმარჯვა და ტენდერის მოგებიდან ზუსტად 15 წუთში კომპანიის ანგარიშებს ინკასო დაედო. 

სისხლიანი დაპირისპირებიდან 2 წლის თავზე გიორგობიანი პირველად არღვევს დუმილს და ამბობს რომ ზაჰესის ხიდთან მომხდარი დაპირისპირებაც კარგად დაგეგმილი ბრძოლის ნაწილი იყო. ინციდენტში მონაწილე თავდამსხმელმა გიორგი ნინოშვილმა ბიძასთან ერთად, რეალურად გიორგობიანის ფიზიკური ანგარიშწორების დაკვეთა შეასრულა.

მერიის ტენდერებს, მაშინ, ყოფილი ვიცე მერი და ახლანდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ლილუაშვილი აკონტროლებდა. საქმე მრავალმილიონიან გარიგებას უკავშირდებოდა და მერიის მაღალჩინოსნები ცდილობდნენ არაკანონიერი გზებით მეტი ფინანსური სარგებელი ენახათ. ლევან ხაბეიშვილი ჯერ კიდევ გასულ წელს ღიად საუბრობდა, რომ კვება ბაღებში უხარისხო იყო და საფრთხე მოზარდების ჯანმრთელობას ექმნებოდა. გავლენიან კლანებს შორის დაპირისპირება ბოლოს მაინც "ოცნების" ხელისუფლების შავრაზმელების გამარჯვებით დასრულდა. მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა "ნილს" და ბავშვების კვება მათთან დაახლოვებულ კომპანიას ჩააბარეს, ამჯერად  უკვე გაზრდილი ბიუჯეტით. 

ამ საეჭვო გარიგეგების ფონზე საეჭვოა თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის, რეაქცია. მაშინაც და ახლაც, როდესაც საბავშვო ბაღების კვების ხარისხს პრობლემები აქვს. თბილისის მერი დუმს, სავარაუდოა, რომ კახა კალაძის გავლენები იმაზე სუსტი აღმოჩნდა ვიდრე უშიშროების სამსახურის მმართველების ძალაუფლებაა. კალაძე ან ვერ უპირისპირდება გავლენიან კლანს, ან თავადაც დიდი კორუფციული გარიგების ერთი ჭანჭიკია. 

საბავშვო ბაღების კვების დაფინანსება თბილისის ბიუჯეტიდან წლიდან წლამდე იზრდებოდა, მაშინ როდესაც კომპანია "ნილი" 44 მილიონს ხარჯავდა მოზარდების კვებაში, ახლა ეს თანხა კომპანია "ეკოლუქსისთვის" 65 მილიონს სცდება. საკვების ხარისხი ახლაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუმცა, სავარაუდოა, რომ ამ მრავალმილიონიანი კვების ბიუჯეტიდან საკვებს მხოლოდ ნაწილი ხმარდება დიდი ფული ისევ მაღალჩინოსნების ანგარიშებზე იყრის თავს.   

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი