დღეს საქართველოში COVID-19-ით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 13 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 790 გახდა.

აქვე - ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  2 720 ახალი შემთხვევა დადასტურდა; 3 942 პირი გამოჯანმრთელდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 189 726 
  • გამოჯანმრთელებულია - 158 183  
  • გარდაცვლილია - 1 790 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 1 010
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 3 077
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 869

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 72 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 50 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი