მარნეულში 28 წლის ბიჭი მოკლეს. მას ჭრილობები სავარაუდოდ დანით, თავისა და ფეხის არეში აქვს მიყენებული.
მკვლელობა სოფელ ქუთლიარში გასულ ღამეს მოხდა. მას კი წინ დაპირისპირება და ჩხუბი უძღოდა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია, გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს:
გუშინ ნოვრუზ ბაირამი იყო. დალიეს და შელაპარაკება მოხდა.მერე იჩხუბეს და დაჭრეს. მკვლელი კი გაიქცა, დღეს დააკავეს დამნაშავე. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ამბობენ, რომ დაპირისპირებაში უმარავი ადამიანი მონაწილობდა" განაცხადა ერთ ერთმა ადგილობრივმა