თბილისში, ნაძალადევში - ლომთათიძის ქუჩაზე - სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიჭრა. დაპირისპირების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარს შსს ადასტურებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.