თელავში, სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ათ დღეზე მეტია გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ, ამბობენ, რომ თეატრთან გაშლილ კარავში "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირები მივიდნენ და პოლიციის თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ტერიტორიაზე სამართალდამცველების ყოფნის მიუხედავად, გაურკეველი პირები აქტივისტებს კარვის დანგრევით დაემუქრნენ და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს, მიზეზი კი ერთერთი სამოქალაქო აქტივისტის მიერ გაკეთებული განცხადებებია.
"4 მანქანით მოვიდნენ და მოგვაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამბობდნენ, რომ ქალაქი მათია და აქ არ შეიძლება აქციების მოწყობა, ეს არის ბოლო სტადია "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის... აქ იმის გამორიცხვაც არ შეიძლება, რომ ესენი "ოცნებამ" მოაგზავნა" – ამბობენ სამოქალაქო აქტივისტები თელავში
კონფლიქტში მონაწელეებს შორის, თელავში ნადიკვარის ტერიტორიაზე მდებარე რესტორნის მფლობელი და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, ბიზნესმენი ლადო საყვარელიძეც იყო.
საყვარელიძე "მთავართან" ამბობს, რომ აქტივისტებს არ დამუქრებია და უბრალოდ შენიშვნა მისცა, რადგან ერთერთი აქტივისტის სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსი არ მოეწონა.
თელავის აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ პირები, ვინც მათზე ანგარიშსწორება სცადეს, ხელისუფლებისგან ფულად გასამრჯელოს მიიღებენ.