კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა დღეს 2 161-ით მეტია ინფიცირებულებისაზე

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 14 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 161 681 გახდა.

აქვე - ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს რომ 2 161-ით მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 191 063 
  • გამოჯანმრთელებულია - 161 681 
  • გარდაცვლილია - 1 839 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 986
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 2 886
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 912

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 72 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 50 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი