პანიკა ბათუმში და დაკეტილი სასტუმრო "ჰილტონი" - რუსი პილოტი,სავარაუდოდ, კოვიდ19-ით დაინფიცირდა

გამოქვეყნდა:

მაშინ, როცა საქართველოს საზღვრები ჩაკეტილია ბათუმის სასტუმროში კოვიდ19-ით სავარაუდო ინფიცირებული რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. 

ბათუმში პანიკაა. სასტუმრო "ჰილტონი" ჩაკეტილია. რუსს პილოტს მაღალი სიცხე და ვირუსის მახასიათებელი ნიშნები აქვს.ის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ღამე გადაიყვანეს. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, პირი ბათუმის სასტუმრო "ჰილტონში" რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა . როგორც ცნობილია, პანიკაა ჰილტონის თანამშრომლებს შორისაც, რომლებმაც გაიგეს, რომ რუსეთის მოქალაქე კორონავირუსით არის დაინფიცირებული. 

საზღვრების დაკეტვის შემდეგ, როგორ მოხვდა ბათუმში რუსეთის მოქალაქე უცნობია, კომენტარი არ გაკეთებულა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი