გაბუნია შეზღუდვების შემსუბუქებაზე: დამოკიდებულია 1 კვირის ეპიდემიოლოგიურ სურათზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად მოსალოდნელია 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქება, ამბობს, რომ დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სურათზე. 

"1 კვირა უნდა დავაკვირდეთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება. ამდენად ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება. ეს იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ სურათზე, ციფრები რასაც გვეტყვის. დღევანდელი მდგომარეობით სურათი და გეგმა არის ისეთი, როგორც იყო გაცხადებული", - ამბობს გაბუნია. 

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვები შემსუბუქდება 1 კვირით - 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები. აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი