დაგვიბრუნონ შვილი, აქამდეც უნდა ემოქმედა მთავრობას – ოკუპანტების გატაცებული გახელაძის ოჯახი

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების გატაცებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის ოჯახის თქმით, ხელისუფლებამ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისგან ტყვის გამოსახსნელად არაფერი გააკეთა.

"იმედები ბევრი იყო, შეპირებები ბევრი იყო, მაგრამ ეს შეპირებები უიმედო აღმოჩნდა, მაგათი პასუხისმგებლობა ეგ იყო, რომ გვიკავშირდებოდნენ და გვეუბნებოდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩემი მოთხოვნაა შვილი დამიბრუნონ. აქმდეც უნდა ემოქმედა მთავრობას." – ამბობს ზაზა გახელაძის მამა, მიშა გაძელაძე 

ზაზა გახელაძის ოჯახი "ენმ"–ს ლიდერებმა ელენე ხოშტარიამ და ხატია დეკანოიძემ მოინახულეს. მათი თქმით, მცოცავი ოკუპაციის თემა ხელისუფლებას დღის წესრიგიდან აქვს მოხსნილი.

"კარასინი და აბაშიძე რომ საუბრობენ, ხსენებაც კი არ არის ასეთი შემთხვევის. არანაირი დამაიმედებელი კომუნიკაცია, ან გვერდში დგომა რომ ვიბრძვით ამ ადამიანისთვის, არ არსებობს ", - ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი ელენე ხოშტარია.

"ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ველოდებოდით, რომ გამოუშვებდნენ, არავინ არ არის კომუნიკატორი, რომ ამბავი გამოუტანოს ოჯახს, ყველამ უნდა ვიაქტიუროთ, რომ ხელისუფლებამ მეტი ნაბიჯები გადადგას ამ ადამიანების გათავისუფლებისთვის", – ამბობს ენმ–ს ლიდერი ხატია დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძე და ელენე ხოშტარია აპირებენ საქართველოს "წითელი ჯვრის" ორგანიზაციას მიმართონ, რომ შევიდნენ ცხინვალის ციხეში და გაარკვიონ საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა. 

5 თვის წინ გატაცებული 33 წლის ზაზა გახელაძე ამ დრომდე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშა. ციხეში რჩებიან მირიან თაზიაშვილი და გენადი ბესტაევი, რომელთა ოჯახის წევრევმაც ასევე არ იციან, როდის გაათავისუფლებენ მათ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი