წავიდა გამოკვლევაზე და მოკლეს - ქუთაისში, გარდაცვლილის ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში 65 წლის ქალი გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით -  კორონავირუსით , თუმცა ოჯახი არ ადასტურებს, რომ პაციენტი კოვიდით იყო ინფიცირებული.

პაციენტმა კლინიკას  27 ნოემბერს გამოკვლევისთვის მიმართა და მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ქრონიკული დაავადების გამო, ის კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მდგომარეობა და დამძიმდა და დღეს გარდაიცვალა. 

გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში მედ-პერსონალს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ 65 წლის ქალი უყურადღებობასა და გულგრილობას ემსხვერპლა.

გარდაცვლილის შვილის ანჟელა ბაკურიძის თქმით, დედამისს კორონავირუსი არ ჰქონია. 

,,ჩემი სიცოცხლე, ჩემი დედიკო ამ დილით მოკლეს. არ მომკვდარა მისი სიკვდილით. აი, ასე ლამაზად წავიდა გამოკვლევაზე 27- ში და მოკლეს! ნუ წახვალთ საავადმყოფოებში თუ ძალიან არ გიჭირთ! გერმანელები საკონცენტრაციო ბანაკში გაზით რამდენიმე წუთში ასრულებინებდნენ სიცოცხლეს სიკვდილმისჯილსაც უცებ. გაიარეს კვლევები, მიემატათ ქულები, მიემატათ თანხები, იმიტომ რომ ანჟელას დედა იყო და სამყარო გაიგებდა რომ კოვიდი ჰქონდა. არ ჰქონდა კოვიდი მკვლელებო...გამთენიისას მირეკავს სანამ დაამძიმებდნენ მომეშველეთოოო!! გაითიშა ტელეფონი და  ორო კვირა სიპაპზე შეაერთეს დაუგდეს სატურაცია!!! წერს ანჟელა ბაკურაძე სოციალურ ქსელში.

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი