სიკვდილიანობა გაიზრდება - ხელისუფლებამ მეორე "ლოქდაუნის" დროსაც არაფერი გააკეთა

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს, რომ დღეში 49 გარდაცვლილი პაციენტი მხოლოდ დასაწყისია და ბოლო ორ კვირაში მაჩვენებელი გაიზრდება. 

მძიმე ორ კვირას წინასწარმეტყველებს ჯანდაცვის სამინისტროც. ტიკარაძის მოადგილე ამბობს, რომ დღევანდელი ციფრები არ ნიშნავს, რომ ვირუსით ინფიცირების კლების დინამიკა დაიწყო და მომდევნო ორი კვირა განსაზღვრავს, როგორ განვითარდება მოვლენები. 

ეს გზავნილები სამთავრობო ტრიბუნიდან ჯანდაცვის საკითხების ექსპერტებისთვის ნიშნავს მხოლოდ ერთს, ხელისუფლებამ, რომელმაც დაწესებული შეზღუდვების პირობებში არაფერი გააკეთა ახლა სიკვდილის შემთხვევების ზრდას საზოგადოებას აჩვევს. 

ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები თვლიან, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეებთან ერთად გაწირა ის მედიკოსები, რომლებსაც ელემენტარული აღჭურვილობაც კი, არ აქვთ. 

ექიმები, რომ ყველაზე დაუცველები არიან ამას ადასტურებს მედიკოსთა ინფიცირებისა და გარდაცვალების მზარდი მაჩვენებელი. დღეს კორონავირუსის ინფექციით ქუთაისის სამშობიარო სახლის გინეკოლოგი გარდაიცვალა. ვირუსს ემსხვერპლა ქობულეთის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან".

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ხელისუფლებამ საკუთარ მძიმე გამოცდილებაზე ვერაფერი ისწავლა, სინამდვილეში ციფრები, რომელზეც ისინი აპელირებენ, რომ კრიტიკულ მაჩვენებელზე არ გადის, სინამდვილეში რეალობას არ ასახავს, რადგან ქვეყანაში PCR ტესტირების რაოდენობაც მინიმუმამდე შემცირებულია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი