დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 837 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 105 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 44 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 194 900 
  • გამოჯანმრთელებულია - 164 786 
  • გარდაცვლილია - 1 883 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 969
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 2 734
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 710

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 73 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 51 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი