რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია იღუმენ მიქაელს მრევლის ძალადობისკენ წაქეზაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია იღუმენ მიქაელს მრევლის ძალადობისკენ წააქეზაში ადანაშაულებს. მათი შეფასებით სიძულვილის ენა იმ ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოს ცალკეულ წარმომადგენლებს აკრიტიკებენ. ისინი მოუწოდებენ საქართველოს საპატრიარქოს და სახალხო დამცველს მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

თეოლოგები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის  და საგარეო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის მამა მიქაელ ბრეგვაძის მიერ ტელეკომპანია "ობიექტივის'' ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურენ. მან ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ აპირებს საპატრიარქო შესაბამისი პასუხი გასცეს ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში მღვდლებზე აუგად საუბარს, უპასუხა, რომ ეკლესია იარაღისკენ და ბრძოლისკენ ვერ მოუწოდებს, ხოლო ძალადობაში ბრალი მსხვერპლს მიუძღვის და არა მოძალადეს.

"ეკლესია ვერ მოუწოდებს იარაღისაკენ და ბრძოლისაკენ, თუ ვიღაცას წაუცდა ხელი, ეს მისი ბრალი იქნება ვინც ის გააღიზიანა, ეკლესიის ბრალი ნამდილად არ იქნება", - თქვა იღუმენმა მიქაელმა.

თეოლოგები ამბობენ, რომ ამ საკითხზე სინოდალურ ფორმატშიც უნდა იმსჯელონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი