არ გაგივათ ეს ძალადობა - თელაველები "ოცნების" მუქარას პოლიციასთან გააპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

დღეს დილიდან თელავში სამოქალაქო აქტივისტები პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 2 დღის წინ მათზე ძალადობას და "ოცნების" მხრიდან მუქარას გააპროტესტებენ. 

"უზურპატორი ივანიშვილის რეჟიმი ტოტალურ პოლიტიკურ ტერორზეა გადასული, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი თელაველების საპროტესტო აქციას წუხელ თავს დაესხნენ აქაური კვაზი მაფიოზები, თავისი ზონდერებით და ტიტუშკებით, პოლიცია ასეთ შემთხვევებში არის სამწუხაროდ უმოქმედო, არ გაგივათ ეს ძალადობა" – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი არჩევანის" თავმჯდომარე დავით ნებიერიძე

აქციაზე შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები შსს–ს მოუწოდებენ თელაველ აქტივისტებზე თავდასხმაზე დაიწყოს გამოძიება. აქტივისტები მომხდარზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ. მათ დედაქალაქიდან ჩასული აქტივისტებიც შეუერთდებიან და ერთად მოაწყობენ მსვლელობას.

გუშინ, თელავში აქტივისტებს კარვის დანგრევით დაემუქრნენ – კონფლიქტი ქალაქის თეატრთან.

კონფლიქტში მონაწილეებს შორის, თელავში ნადიკვარის ტერიტორიაზე მდებარე რესტორნის მფლობელი და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, ბიზნესმენი ლადო საყვარელიძეც იყო, რომელმაც "მთავართან" თქვა, რომ აქტივისტებს მხოლოდ შენიშვნა მისცა, რადგან ერთერთის ფეისბუქის სტატუსი არ მოეწონა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი