ძვირდება პურიც - პროდუქციაზე ფასმა დაახლოებით 20 თეთრით მოიმატა

გამოქვეყნდა:

როგორც მოსალონდელი იყო, უმძმესი ეკონომიკური კრიზისის და კორონა პანდემიის ფონზე, სხვა პორდუქტებტან ერთად, პურიც გაძვირდა - პორდუქტის რამდნიმე სახეობაზე, მოხმარებელს დღეს ფასი დახლოებით 20 თეთრით გაზრდილი დახვდა.

სხვადასხვა ობიექტზე დასაქმებულები ამბობენ, რომ ეს პურის საბოლოო ფასი არაა და მატებას მომავალში კიდევ ელოდებიან, რადგან ფქვილის ფასი 10-დან 12 ლარამდე გაიზარდა. 

"ზოგი წონას აკლებს და ფასს ტოვებს, ზოგი ფასს ზრდის და წონას ტოვებს, აბალანსებენ, ფასის მატებას ვგეგმავთ, რადგან ზრდა მიდის, სხვანარიად შეუძლებელი იქნება", - ამბობს ერთ-ერთი თონის თანამშრომელი.

მოსახლეობა ამბობს, რომ პური მთავარი პროდუქტია და ხალხს უკვე წარმოუდგენელ სიტუაციაში უწევს ცხოვრება.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა 27 ნოემბერს განაცხადა, რომ პურის ფასი არ გაიზრდებოდა, რადგან მთავრობა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასს დაასუბსიდირებდა. მცირე მეწარმეები ამბობენ, რომ ისინი დახმარების გარეშე რჩებიან.

ავტორი: საბა ბუაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი