პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დავასუბსიდირებთ, პურის ფასი არ გაიზრდება - დავითაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში ბევრი განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ფქვილის ფასმა იმატა და პრური გაძვირდებოდა, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილაბა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი დაასუბსიდიროს. 

"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუფსიდირებაზე იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომლებიც პურის გაძვირებას აგვაცილებს თავიდან. პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურის ფასი არ გაიზრდება", - თქვა ლევან დავითაშვილმა.

მისი განცხადებით პროგრამა 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე იმოქმედებს, შემდეგ კი ბაზარზე არსებულ მდგომარეობას დააკვირდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი