ვარკეთილში ტოტალიზატორი "ლიდერბეთი" დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე მისულ თანამშრომლებს ტოტალიზატორის შენობა დაზიანებული დახვდათ.
პოლიციას ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული სავარაუდო დამნაშავე. "მთავარის" ინფორმაციით კი თავდასხმაში ორი პირი მონაწილეობდა.
შსს-მ გამოძიება 179-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურ ყაჩაღობას გულისხმობს.