მკვლელობა ქობულეთში დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ავტოსადგურის ტერიტრიაზე ერთი მამაკაცი ჩაცხრილეს. მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.
სხვა დეტალები ამ დროისათვის ცნობილი არ არის.
"მთავარს" შსს-მ ფაქტი დაუდასტურა. გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.