ქუთაისში, კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ, დაახლოებით, გამთენიის 7 საათზე სასურსათო მაღაზია გაქურდეს. ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა მაღაზიიდან თანხა, სასმელი და სიგარეტი მოიპარეს. ადგილზე სამართალდამცავები და კრიმინალისტები მუშაობენ.
პოლიციას მძარცველების ვინაობის დადგენაში ალბათ ის დაეხმარება, რომ ქურდებას მაღაზიაში, სავარაუდოდ, პირადი ნივთები დარჩათ.
"ქუჩაში მირბოდნენ ვიღაცეები, ძლიერი ხმა იყო, არ გასულა 3 წუთი და მანქანები მისდევდნენ უკან. გამყიდველმა მითხრა, რომ მაღაზია გაუქურდიათ, ჩანთაც შიგნით გიდა მგონი", - ამბობს თვითმხილველი.
ფაქტზე, ჩვენი ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.